1.პროექტის მოკლე აღწერა:
პროექტის მონაწილეები სწავლობენ ქალაქის ბოტანიკური ბაღის ისტორიას.
2.პროექტის სრული აღწერა:
მოიძიებენ ინფორმაციას მისი დაარსების და დამაარსებლის შესახებ,შეისწავლიან ბაღში არსებული ხეების სახეობებს, მცენარეთა მწვანე საფარს,შეისწავლიან ბაღის ტერიტორიაზე არსებულ კულტურულ და ისტორიულ ძეგლებს, შეაგროვებენ ფოტომასალას, მოიპოვებენ ინფორმაციას უხუცესი მცხოვრებლებისგან ინტერვიუების აღებით,ინტერნეტის გამოყენებით,შექმნიან ნახატებს,დაწერენ ესეებს და სხვა.
3. მონაწილეთა ასაკი: 13-14-15 წლის მოსწავლეები.
4. ვადები: 2 თვე.
5. პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში: მოსწავლეები საფუძვლიანად გაეცნობიან ქალაქის ისტორიას,გამოიმუშავებენ ჯგუფური მუშაობის ჩვევებს, დაეუფლებიან ინტერვიუების აღების წესებს, მოიძიებენ ინფორმაციას ინტერნეტში,დასახავენ გზებს მიზნის მისაღწევად.
6. მოსალოდნელი შედეგები: ფოტო-ალბომების,ჩანახატების შექმნა, ფოტო-გამოფენის მოწყობა, ვებ-ბლოგის შექმნა, ინტერესების გაღვივება მეტი ცოდნის მისაღებად.
7. სარგებელი სხვებისთვის: შექმნილი მასალების გაცნობით მნახველები გაიღრმავებენ ცოდნას, გაიგებენ ბევრ ახალ ინფორმაციას,მოსწავლეები ერთმანეთს გაუზიარებენ ცოდნას.
8. სამუშაო ენა: ქართული.
9.მონაწილეები სხვა სკოლებიდან:II საჯარო სკოლა, III საჯარო სკოლა.
Комментариев нет:
Отправить комментарий